საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის შესახებ შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“- ის, შპს ,,ფორმულას“, შპს ,,მთავარი არხის“, შპს ,,ტელეკომპანია პირველის“ და ააიპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის“ წინააღმდეგ გიორგი გოცირიძის, ბესარიონ წულაიას და გიგა გუდაძის საჩივრის განხილვის მიზნით
ცნობა № 21-04

,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ე) ქვეპუნქტის, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის, მე-14 მუხლის, 561 და 562 მუხლების, 70-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 71-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს კანონის ,,ბავშვის უფლებათა კოდექსი“ 66-ე მუხლის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ასევე კომისიის 2020 წლის 04 თებერვლის Nგ-21-23/53 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიაში მიმდინარეობს ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“- ის, შპს ,,ფორმულას“, შპს ,,მთავარი არხის“, შპს ,,ტელეკომპანია პირველის“ და ააიპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის“ წინააღმდეგ გიორგი გოცირიძის, ბესარიონ წულაიას და გიგა გუდაძის საჩივრის განხილვის მიზნით.
ზემოაღნიშნულ საკითხზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 111-ე მუხლის შესაბამისად, საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართება 2021 წლის 18 თებერვალს, 15:00 საათზე (მისამართი: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. №50/18); იმავე კოდექსის 118-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყველას აქვს უფლება წარმოადგინოს თავისი წერილობითი მოსაზრებები არაუგვიანეს 2021 წლის 18 თებერვლისა. ამასთან, პირი უფლებამოსილია საკუთარი მოსაზრების წარდგენისას არ მიუთითოს თავისი ვინაობა.