წვდომის მენიუ

საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის შესახებ შპს ,,სერვისბოქსის“ მიმართ შპს ,,ბიზნეს ცენტრი სასტუმრო რუსთავის“ საჩივრის განხილვის მიზნით

სხდომის თარიღი: იანვარი 23, 2020 15:00

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 20, 2020 12:05

ცნობა  №  20-05

საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის შესახებ შპს ,,სერვისბოქსის“ მიმართ შპს ,,ბიზნეს ცენტრი სასტუმრო რუსთავის“ საჩივრის განხილვის მიზნით

,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ვ) და ძ) ქვეპუნქტების, მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 62-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 63-ე მუხლის მე-5 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VII და VIII თავების, ასევე, ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის 32–ე მუხლის პირველი, მე–2 და მე-4 პუნქტის შესაბამისად, ასევე კომისიის 2019 წლის 30 დეკემბრის Nგ-19-16/750 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიაში მიმდინარეობს ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,სერვისბოქსის“ მიმართ შპს ,,ბიზნეს ცენტრი სასტუმრო რუსთავის“ საჩივრის განხილვის მიზნით. 

ზემოაღნიშნულ საკითხზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 111-ე მუხლის შესაბამისად, ასევე კომისიის 2019 წლის 16 იანვრის N01 ზეპირი მოსმენის სხდომის ოქმის შესაბამისად, საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართება 2020 წლის 23 იანვარს, 15:00 საათზე (მისამართი: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. №50/18); იმავე კოდექსის 118-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყველას აქვს უფლება წარმოადგინოს თავისი წერილობითი მოსაზრებები არაუგვიანეს 2020 წლის 23 იანვრისა.

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები