საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის შესახებ შპს „სტუდია მაესტროს“ №F96 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2014 წლის 27 მარტის №168/1 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით
ცნობა № 16-52

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 53–ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-IX თავის, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად, ასევე კომისიის 2016 წლის 8 დეკემბრის N798/23 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიაში მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „სტუდია მაესტროს“ №F96 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2014 წლის 27 მარტის №168/1 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით
ზემოაღნიშნულ საკითხზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 111-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენა გაიმართება 2017 წლის 12 იანვარს, 15:00 საათზე (მისამართი: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. №50/18); იმავე კოდექსის 118-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყველას აქვს უფლება წარმოადგინოს თავისი წერილობითი მოსაზრებები არაუგვიანეს 2017 წლის 12 იანვრისა.