საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის შესახებ შპს „სუპერ ტვ“-ისა და შპს „ტვ სარფს“ შორის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F8 ლიცენზიის გადაპირების მიზნით
ცნობა № 18-25
საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის შესახებ შპს „სუპერ ტვ“-ისა და შპს „ტვ სარფს“ შორის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F8 ლიცენზიის გადაპირების მიზნით
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავის, ასევე კომისიის 2018 წლის 31 მაისის N324/23 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიაში მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „სუპერ ტვ“-ისა და შპს „ტვ სარფს“ შორის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F8 ლიცენზიის გადაპირების მიზნით
ზემოაღნიშნულ საკითხზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 111-ე მუხლის შესაბამისად, საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართება 2018 წლის 28 ივნისს, 15:00 საათზე (მისამართი: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. №50/18); იმავე კოდექსის 118-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყველას აქვს უფლება წარმოადგინოს თავისი წერილობითი მოსაზრებები არაუგვიანეს 2018 წლის 28 ივნისისა.
