საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის შესახებ შპს „ტელე-რადიო კომპანია TV-7“-ს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F90 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2013 წლის 15 თებერვლის №95/1 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების მიზნით
ცნობა № 17-17
საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის შესახებშპს „ტელე-რადიო კომპანია TV-7“-ს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F90 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2013 წლის 15 თებერვლის №95/1 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების მიზნით
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 115-ე მუხლის მე-2 ნაწილის და IX თავის შესაბამისად, ასევე კომისიის 2017 წლის 2 მარტის N134/23 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიაში მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „ტელე-რადიო კომპანია TV-7“-ს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F90 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2013 წლის 15 თებერვლის №95/1 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების მიზნით.
ზემოაღნიშნულ საკითხზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 111-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენა გაიმართება 2017 წლის 6 აპრილს, 15:00 საათზე (მისამართი: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. №50/18); იმავე კოდექსის 118-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყველას აქვს უფლება წარმოადგინოს თავისი წერილობითი მოსაზრებები არაუგვიანეს 2017 წლის 6 აპრილისა.
