საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის შესახებ შპს „ტელე-რადიოპრესკომპანია ზარის“ კერძო რადიომაუწყებლობის №B44 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის №830/6 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით
ცნობა № 19-28

,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-9 პუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე და 115-ე მუხლების, ასევე კომისიის 2019 წლის 03 ოქტომბრის Nგ-19-23/574 გადაწყვეტილებების შესაბამისად, კომისიაში მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „ტელე-რადიოპრესკომპანია ზარის“ კერძო რადიომაუწყებლობის №B44 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის №830/6 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით.
ზემოაღნიშნულ საკითხზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 111-ე მუხლის შესაბამისად, საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართება 2019 წლის 07 ნოემბერს, 15:00 საათზე (მისამართი: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. №50/18); იმავე კოდექსის 118-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყველას აქვს უფლება წარმოადგინოს თავისი წერილობითი მოსაზრებები არაუგვიანეს 2019 წლის 07 ნოემბრისა.