წვდომის მენიუ

საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის შესახებ შპს „ტელეიმედის“ წინააღმდეგ ააიპ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ საჩივრის განხილვის მიზნით

სხდომის თარიღი: სექტემბერი 03, 2020 15:00

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 25, 2020 15:36

ცნობა  №  20-41

საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის შესახებ შპს „ტელეიმედის“ წინააღმდეგ ააიპ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ საჩივრის  განხილვის მიზნით

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, მე-14 მუხლის მე-2, მე-3 და მე–4 პუნქტების, 70-ე მუხლის, „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-171 და 21-ე მუხლებისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ასევე კომისიის 2020 წლის 13 აგვისტოს Nგ-20-23/633 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიაში მიმდინარეობს ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება შპს „ტელეიმედის“ წინააღმდეგ ააიპ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ საჩივრის  განხილვის მიზნით.

ზემოაღნიშნულ საკითხზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 111-ე მუხლის შესაბამისად, საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართება 2020 წლის 03 სექტემბერს, 15:00 საათზე (მისამართი: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. №50/18); იმავე კოდექსის 118-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყველას აქვს უფლება წარმოადგინოს თავისი წერილობითი მოსაზრებები არაუგვიანეს 2020 წლის 03 სექტემბრისა. ამასთან, პირი უფლებამოსილია საკუთარი მოსაზრების წარდგენისას არ მიუთითოს თავისი ვინაობა.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები