წვდომის მენიუ

საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის შესახებ შპს „ტელეიმედის“ წინააღმდეგ ააიპ „საქართველოს სოლიდარობის ფონდის“ საჩივრის განხილვის მიზნით

სხდომის თარიღი: დეკემბერი 03, 2015 15:00

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 30, 2015 19:01

ცნობა  №  15-57

საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის შესახებ შპსტელეიმედისწინააღმდეგ ააიპსაქართველოს სოლიდარობის ფონდის“ საჩივრის განხილვის მიზნით

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, მე-14 მუხლის მე-2, მე-3 და მე–4 პუნქტების, 70-ე მუხლის და „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-171 და 21-ე მუხლების, შესაბამისად, აგრეთვე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის  (შემდგომში “კომისია”) 2015 წლის 19 ნოემბრის №714/23 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიაში მიმდინარეობს ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება შპსტელეიმედისწინააღმდეგ ააიპსაქართველოს სოლიდარობის ფონდის“ საჩივრის განხილვის მიზნით

ზემოაღნიშნულ საკითხზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 111-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენა გაიმართება 2015 წლის 03 დეკემბერს, 15:00 საათზე (მისამართი: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. №50/18); იმავე კოდექსის 118-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყველას აქვს უფლება წარმოადგინოს თავისი წერილობითი მოსაზრებები არაუგვიანეს 2016 წლის 03 დეკემბრისა.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები