საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის შესახებ შპს „ტელეკომპანია I სტერეოს“ კუთვნილი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F65 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2008 წლის 13 ივნისის №334/5 გადაწყვეტილების მე-5 პუნქტის ძალადაკარგულად გამოცხადების მიზნით
ცნობა № 15-17

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტის, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 115-ე მუხლის მე-2 ნაწილის და IX თავის, აგრეთვე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში “კომისია”) 2015 წლის 21 აპრილის №199/22 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიაში მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „ტელეკომპანია I სტერეოს“ კუთვნილი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F65 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2008 წლის 13 ივნისის №334/5 გადაწყვეტილების მე-5 პუნქტის ძალადაკარგულად გამოცხადების მიზნით.
ზემოაღნიშნულ საკითხებზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 111-ე მუხლის, შესაბამისად, ზეპირი მოსმენა გაიმართა 2015 წლის 21 მაისს, 16:00 საათზე (მისამართი: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. №50/18); იმავე კოდექსის 118-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყველას აქვს უფლება წარმოადგინოს თავისი წერილობითი მოსაზრებები არაუგვიანეს 2015 წლის 21 მაისისა.