საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის შესახებ შპს „ტელეკომპანია I სტერეოსა“ და სს „სილქნეტს“ შორის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F65 ლიცენზიის ნაწილობრივი გადაპირების მიზნით
ცნობა № 16-01

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის, 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავის შესაბამისად, აგრეთვე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში “კომისია”) 2015 წლის 24 დეკემბრის №809/23 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიაში მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება წარმოება შპს „ტელეკომპანია I სტერეოსა“ და სს „სილქნეტს“ შორის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F65 ლიცენზიის ნაწილობრივი გადაპირების მიზნით
ზემოაღნიშნულ საკითხზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 111-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენა გაიმართება 2016 წლის 26 იანვარს, 15:00 საათზე (მისამართი: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. №50/18) იმავე კოდექსის 118-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყველას აქვს უფლება წარმოადგინოს თავისი წერილობითი მოსაზრებები არაუგვიანეს 2016 წლის 26 იანვრისა.