საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის შესახებ შპს “ტელეკომპანია თბილისის“ კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B88 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის №836/6 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით
ცნობა № 14-69

,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე და 115-ე მუხლების, აგრეთვე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში “კომისია”) 2014 წლის 20 ნოემბრის №636/23 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიაში მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება წარმოება შპს “ტელეკომპანია თბილისის“ კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B88 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის №836/6 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით.
ზემოაღნიშნულ საკითხებზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 111-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენა გაიმართება 2014 წლის 18 დეკემბერს, 16:00 საათზე (მისამართი: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. №50/18); იმავე კოდექსის 118-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყველას აქვს უფლება წარმოადგინოს თავისი წერილობითი მოსაზრებები არაუგვიანეს 2014 წლის 18 დეკემბრისა.