საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის შესახებ შპს ,,ვაიმაქს ჯორჯიასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F66 ლიცენზიის გაუქმების მიზნით
ცნობა № 16-37

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 54-ე, 95-ე, 96-ე, 97-ე მუხლების, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-11 მუხლის პირველი პუნქტის, მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის, 54-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტისა და მე-2 პუნქტის შესაბამისად, ასევე კომისიის 2016 წლის 23 სექტემბრის N646/23 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიაში მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,ვაიმაქს ჯორჯიასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F66 ლიცენზიის გაუქმების მიზნით
ზემოაღნიშნულ საკითხზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 111-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენა გაიმართება 2016 წლის 27 ოქტომბერს, 15:00 საათზე (მისამართი: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. №50/18); იმავე კოდექსის 118-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყველას აქვს უფლება წარმოადგინოს თავისი წერილობითი მოსაზრებები არაუგვიანეს 2016 წლის 27 ოქტომბრისა.