საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის შესახებ სს ,,სილქნეტის“ წინააღმდეგ შ. შოთაძის საჩივრის განსახილველად მიღების საკითხის განხილვის თაობაზე
ცნობა № 21-15
საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის შესახებ სს ,,სილქნეტის“ წინააღმდეგ შ. შოთაძის საჩივრის განსახილველად მიღების საკითხის განხილვის თაობაზე
,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, მე-2 მუხლის ,,ვ“, ,,ო“, ,,ც“ და ,,ძ“ ქვეპუნქტების, 62-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 63-ე მუხლის მე-5 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VII და VIII თავების, ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის“ 32–ე მუხლის მე–2 პუნქტის შესაბამისად,ასევე კომისიის 2021 წლის 20 მაისის Nგ-21-23/290 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიაში მიმდინარეობს ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება სს ,,სილქნეტის“ წინააღმდეგ შ. შოთაძის საჩივრის განსახილველად მიღების საკითხის განხილვის თაობაზე.
ზემოაღნიშნულ საკითხზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 111-ე მუხლის შესაბამისად, საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართება 2021 წლის 3 ივნისს, 15:00 საათზე (მისამართი: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. №50/18); იმავე კოდექსის 118-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყველას აქვს უფლება წარმოადგინოს თავისი წერილობითი მოსაზრებები არაუგვიანეს 2021 წლის 3 ივნისისა. ამასთან, პირი უფლებამოსილია საკუთარი მოსაზრების წარდგენისას არ მიუთითოს თავისი ვინაობა.
