წვდომის მენიუ

საჯარო გაცნობისათვის, კომენტარების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის თაობაზე „გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებელთა ქცევის კოდექსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების მიღების მიზნით

სხდომის თარიღი: ივნისი 20, 2024 15:00

გამოქვეყნების თარიღი მაისი 20, 2024 17:53

ცნობა  №  24-13

საჯარო გაცნობისათვის, კომენტარების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის თაობაზე „გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებელთა ქცევის კოდექსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების მიღების მიზნით

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 76- ე მუხლის 37-ე პუნქტის, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 103-ე,  1061   და 1065 მუხლების, ამავე კოდექსის VII და IX თავების და 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, ასევე კომუნიკაციების კომისიის 2024 წლის 16 მაისის გ-24-23/212 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიაში მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება „გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებელთა ქცევის კოდექსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების მიღების მიზნით

ზემოაღნიშნულ საკითხზე, საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართება 2024 წლის 20 ივნისს, 15:00 საათზე (მისამართი: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. №50/18).

საჯარო კონსულტაციების გამართვის მიზნით, გადაწყვეტილების პროექტთან დაკავშირებით,  დაინტერესებული მხარეების მიერ კომენტარების წარდგენის ვადად განისაზღვრა დოკუმენტაციის გამოქვეყნებიდან 20 სამუშაო დღე. კომენტარების კომისიაში წარმოდგენა უნდა განხორციელდეს წერილობით, კომისიის შემდეგ მისამართზე: თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. №50/18 ან კომისიის ელექტრონულ მისამართზე post@comcom.ge.

ამასთან, პირი უფლებამოსილია საკუთარი მოსაზრების წარდგენისას არ მიუთითოს თავისი ვინაობა.

კომისიიდან საკონტაქტო პირი - კონსტანტინე ქორიძე.  ელექტრონული ფოსტა: kkoridze@comcom.ge

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები