წვდომის მენიუ

საჯარო გაცნობისათვის, კომენტარების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის თაობაზე კომისიის 2021 წლის 16 დეკემბრის №გ-21-6/663 გადაწყვეტილების (კერძო რადიომაუწყებლობის №B52 ლიცენზიის) ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადების მიზნით

სხდომის თარიღი: ივნისი 12, 2025 15:00

გამოქვეყნების თარიღი მაისი 14, 2025 15:49

ცნობა  №  25-4

საჯარო გაცნობისათვის, კომენტარების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის თაობაზე კომისიის 2021 წლის 16 დეკემბრის №გ-21-6/663 გადაწყვეტილების (კერძო რადიომაუწყებლობის №B52 ლიცენზიის) ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადების მიზნით

„მაუწყებლობის   შესახებ”   საქართველოს    კანონის    382-ე  მუხლის  პირველი  პუნქტის,  74-ე  მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტის,  საქართველოს  ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის  62-ე  და 115-ე მუხლების, ასევე კომუნიკაციების კომისიის 2025 წლის 08 მაისის Nგ-25-23/215 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიაში მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს კომისიის 2021 წლის 16 დეკემბრის №გ-21-6/663 გადაწყვეტილების (კერძო რადიომაუწყებლობის №B52 ლიცენზიის) ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადების მიზნით.

ზემოაღნიშნულ საკითხზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 111-ე მუხლის, საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართება 2025 წლის 12 ივნისს, 15:00 საათზე (მისამართი: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. №50/18); ყველას აქვს უფლება წარმოადგინოს თავისი წერილობითი კომენტარები, მოსაზრებები, შენიშვნები, 2025 წლის 12 ივნისამდე. ამასთან, პირი უფლებამოსილია საკუთარი მოსაზრების წარდგენისას არ მიუთითოს თავისი ვინაობა.

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები