წვდომის მენიუ

საჯარო გაცნობისათვის, კომენტარების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის თაობაზე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F97 და №F113 ლიცენზიების მოდიფიცირებისა და კომისიის 2015 წლის 29 იანვრის №56/1 და 2024 წლის 21 ოქტომბრის №გ-24-1/466 გადაწყვეტილებებში ცვლილებების შეტანის მიზნით

სხდომის თარიღი: ნოემბერი 28, 2024 15:00

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 24, 2024 16:31

ცნობა  №  24-26

საჯარო გაცნობისათვის, კომენტარების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის თაობაზე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F97 და №F113 ლიცენზიების მოდიფიცირებისა და კომისიის 2015 წლის 29 იანვრის №56/1 და 2024 წლის 21 ოქტომბრის №გ-24-1/466 გადაწყვეტილებებში ცვლილებების შეტანის მიზნით

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს  კანონის  53–ე  მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-IX თავის, 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად, ასევე კომუნიკაციების კომისიის 2024 წლის 24 ოქტომბრის №გ-24-23/492 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიაში მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F97 და №F113 ლიცენზიების მოდიფიცირებისა და კომისიის 2015 წლის 29 იანვრის №56/1 და 2024 წლის 21 ოქტომბრის №გ-24-1/466 გადაწყვეტილებებში ცვლილებების შეტანის მიზნით.

ზემოაღნიშნულ საკითხზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 111-ე მუხლის შესაბამისად, საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართება 2024 წლის 28 ნოემბერს, 15:00 საათზე (მისამართი: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. №50/18); ყველას აქვს უფლება წარმოადგინოს თავისი წერილობითი კომენტარები, მოსაზრებები, შენიშვნები, 2024 წლის 28 ნოემბრამდე. ამასთან, პირი უფლებამოსილია საკუთარი მოსაზრების წარდგენისას არ მიუთითოს თავისი ვინაობა.

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები