წვდომის მენიუ

საჯარო გაცნობისათვის, კომენტარების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის თაობაზე შპს „ევროპა პლუს თბილისის“ კერძო რადიომაუწყებლობის №B159 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით

სხდომის თარიღი: თებერვალი 15, 2024 15:00

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 16, 2024 14:49

ცნობა  №  24-05

საჯარო გაცნობისათვის, კომენტარების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის თაობაზე შპს „ევროპა პლუს თბილისის“ კერძო რადიომაუწყებლობის №B159 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით

”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე–9 პუნქტის, 39-ე მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავისა და 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე–5 მუხლის მე–8 პუნქტის შესაბამისად, ასევე კომუნიკაციების კომისიის 2024 წლის 11 იანვრის N გ-24-23/10 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიაში მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება პს „ევროპა პლუს თბილისის“ კერძო რადიომაუწყებლობის №B159 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით.

ზემოაღნიშნულ საკითხზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 111-ე მუხლის შესაბამისად, საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართება 2024 წლის 15 თებერვალს, 15:00 საათზე (მისამართი: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. №50/18); ყველას აქვს უფლება წარმოადგინოს თავისი წერილობითი კომენტარები, მოსაზრებები, შენიშვნები, 2024 წლის 15 თებერვლამდე. ამასთან, პირი უფლებამოსილია საკუთარი მოსაზრების წარდგენისას არ მიუთითოს თავისი ვინაობა.

 

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები