წვდომის მენიუ

საჯარო გაცნობისათვის, კომენტარების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის თაობაზე შპს „მდ ჯგუფის“ კერძო რადიომაუწყებლობის №B202 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2022 წლის 29 სექტემბრის №გ-22-1/416 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების მიზნით

სხდომის თარიღი: მარტი 07, 2024 15:00

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 05, 2024 14:50

ცნობა  №  24-06

საჯარო გაცნობისათვის, კომენტარების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის თაობაზე შპს „მდ ჯგუფის“ კერძო რადიომაუწყებლობის  №B202 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2022 წლის 29 სექტემბრის №გ-22-1/416 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების  მიზნით

,,მაუწყებლობის  შესახებ”  საქართველოს   კანონის   382-ე მუხლის პირველი პუნქტის, 74-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე და 115-ე მუხლების შესაბამისად,  ასევე კომუნიკაციების კომისიის 2024 წლის 01 თებერვლის Nგ-24-23/45 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიაში მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „მდ ჯგუფის“ კერძო რადიომაუწყებლობის  №B202 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2022 წლის 29 სექტემბრის №გ-22-1/416 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების  მიზნით.

ზემოაღნიშნულ საკითხზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 111-ე მუხლის შესაბამისად, საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართება 2024 წლის 07 მარტს, 15:00 საათზე (მისამართი: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. №50/18); ყველას აქვს უფლება წარმოადგინოს თავისი წერილობითი კომენტარები, მოსაზრებები, შენიშვნები, 2024 წლის 07 მარტამდე. ამასთან, პირი უფლებამოსილია საკუთარი მოსაზრების წარდგენისას არ მიუთითოს თავისი ვინაობა.

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები