წვდომის მენიუ

საჯარო გაცნობისათვის, საჯარო კონსულტაციების დაწყების, კომენტარების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის თაობაზე „ფიზიკური და იურიდიული პირების მიერწარმოსადგენი ქონებრივი დეკლარაციების ფორმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2013 წლის 23 აგვისტოს №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის მიზნით

სხდომის თარიღი: ოქტომბერი 20, 2022 15:00

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 09, 2022 16:00

ცნობა  №  22-16 

საჯარო გაცნობისათვის, საჯარო კონსულტაციების დაწყების, კომენტარების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის თაობაზე „ფიზიკური და იურიდიული პირების მიერწარმოსადგენი ქონებრივი დეკლარაციების ფორმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2013 წლის 23 აგვისტოს №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის მიზნით

,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ნ“ ქვეპუნქტის, 41-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 451 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის,   საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 103-ე, 1061 და 1065 მუხლების, 177-ე მუხლის მე-4 ნაწილისა და IX თავის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული საჯარო კონსულტაციების  მარეგულირებელი  წესების“  მე-4,  მე-5,  მე-6,  მე-7  მუხლებისა  და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, ასევე კომუნიკაციების კომისიის 2022 წლის 8 სექტემბრის N გ-22-23/397 გადაწყვეტილების შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება „ფიზიკური და იურიდიული პირების მიერწარმოსადგენი ქონებრივი დეკლარაციების ფორმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2013 წლის 23 აგვისტოს №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის მიზნით.

ზემოაღნიშნულ საკითხზე, საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართება 2022 წლის 20 ოქტომბერს, 15:00 საათზე (მისამართი: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. №50/18); ყველას აქვს უფლება წარმოადგინოს თავისი წერილობითი კომენტარები და მოსაზრებები კომისიის მიერ მომზადებულ დადგენილების პროექტთან დაკავშირებით, 2022 წლის 7 ოქტომბრის ჩათვლით.

კომენტარების კომისიაში წარმოდგენა უნდა განხორციელდეს წერილობით, კომისიის შემდეგ მისამართზე:  თბილისი,  ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. N50/18 ან კომისიის ელექტრონულ მისამართზე  post@comcom.ge.

ამასთან, პირი უფლებამოსილია საკუთარი მოსაზრების წარდგენისას არ მიუთითოს თავისი ვინაობა.

კომისიიდან საკონტაქტო პირი - პავლე ბერია - (+995) 322 38-49-74 - ელექტრონული ფოსტა: pberia@comcom.ge 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები