საჯარო გაცნობისათვის, საჯარო კონსულტაციების დაწყების, კომენტარების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის თაობაზე „საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის დადგენის თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 16 მაისის №345/22 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის განხილვის მიზნით
ცნობა № 23-12

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 177-ე მუხლის მე-4 ნაწილისა და VII და IX თავების, ასევე კომუნიკაციების კომისიის 2023 წლის 20 ივლისის გ-23-23/349 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიაში მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება „საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის დადგენის თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 16 მაისის №345/22 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის განხილვის მიზნით.
ზემოაღნიშნულ საკითხზე, საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართება 2023 წლის 31 აგვისტოს, 15:00 საათზე (მისამართი: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. №50/18).
ყველას აქვს უფლება წარმოადგინოს თავისი წერილობითი კომენტარები და მოსაზრებები. ამასთან, პირი უფლებამოსილია საკუთარი მოსაზრების წარდგენისას არ მიუთითოს თავისი ვინაობა.