წვდომის მენიუ

საჯარო გაცნობისათვის, საჯარო კონსულტაციების დაწყების, კომენტარების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის თაობაზე შპს „ჰამბურგის“ რადიომაუწყებლობის №B110 ლიცენზიის მოქმედების შეჩერების მიზნით

სხდომის თარიღი: ნოემბერი 03, 2022 15:00

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 31, 2022 17:43

ცნობა  №  22-20

საჯარო გაცნობისათვის, საჯარო კონსულტაციების დაწყების, კომენტარების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის თაობაზე შპს „ჰამბურგის“ რადიომაუწყებლობის №B110 ლიცენზიის მოქმედების შეჩერების მიზნით

„მაუწყებლობის  შესახებ” საქართველოს კანონის 361 მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტის, 38-ე მუხლის მე-9 პუნქტის, 71-ე მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტების, 73-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 118-ე, 115-ე მუხლების და 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, ასევე კომუნიკაციების კომისიის 2022 წლის 15 სექტემბრის N გ-22-23/402 გადაწყვეტილების შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „ჰამბურგის“ რადიომაუწყებლობის №B110 ლიცენზიის მოქმედების შეჩერების მიზნით.

ზემოაღნიშნულ საკითხზე, საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართა 2022 წლის 27 ოქტომბერს, 15:00 საათზე (მისამართი: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. №50/18); საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2022 წლის 27 ოქტომბრის N12 ზეპირი მოსმენის საოქმო გადაწყვეტილების საფუძველზე, ზემოაღნიშნულ საკითხზე ზეპირი მოსმენა გაიმართება 2022 წლის 03 ნოემბერს, 15:00 საათზე.

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები