საჯარო გაცნობისთვის დოკუმენტების წარდგენისა დაზეპირი მოსმენის გამართვის შესახებ სს ,,მედია ჰოლდინგის“ წინააღმდეგ ფიზიკური პირების გიგა გუდაძისა და ბესარიონ წულაიას საჩივრის განხილვის მიზნით
ცნობა № 22-17
საჯარო გაცნობისთვის დოკუმენტების წარდგენისა დაზეპირი მოსმენის გამართვის შესახებ სს ,,მედია ჰოლდინგის“ წინააღმდეგ ფიზიკური პირების გიგა გუდაძისა და ბესარიონ წულაიას საჩივრის განხილვის მიზნით
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავის, 177-ე მუხლის მე-4 ნაწლის, საქართველოს კანონის ,,ბავშვის უფლებათა კოდექსი“ 66-ე მუხლის, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ე) ქვეპუნქტის, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის, მე-14 მუხლის, 561 მუხლის მე-4 პუნქტის, 70-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 71-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ასევე კომუნიკაციების კომისიის 2022 წლის 08 სექტემბრის Nგ-22-16/398 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიაში მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება სს ,,მედია ჰოლდინგის“ წინააღმდეგ ფიზიკური პირების გიგა გუდაძისა და ბესარიონ წულაიას საჩივრის განხილვის მიზნით.
ზემოაღნიშნულ საკითხზე, საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართება 2022 წლის 22 სექტემბერს, 15:00 საათზე (მისამართი: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. №50/18); ყველას აქვს უფლება წარმოადგინოს თავისი წერილობითი კომენტარები და მოსაზრებები. ამასთან, პირი უფლებამოსილია საკუთარი მოსაზრების წარდგენისას არ მიუთითოს თავისი ვინაობა.
