წვდომის მენიუ

საჯარო გაცნობისთვის დოკუმენტების წარმოდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის შესახებ „ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ წარმოსადგენი ქონებრივი დეკლარაციების ფორმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2013 წლის 23 აგვისტოს №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის მიზნით

სხდომის თარიღი: მარტი 23, 2023 15:00

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 20, 2023 15:49

საჯარო გაცნობისთვის დოკუმენტების წარმოდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის შესახებ „ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ წარმოსადგენი ქონებრივი დეკლარაციების ფორმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2013 წლის 23 აგვისტოს №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის მიზნით

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 103-ე, 1061  - 1065  მუხლების, 177-ე მუხლის მე-4 ნაწილისა და IX თავის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, ასევე კომუნიკაციების კომისიის 2023 წლის 16 თებერვლის N გ-23-23/83 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიაში მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება.

ზემოაღნიშნულ საკითხზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 111-ე მუხლის შესაბამისად, საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართება 2023 წლის 23 მარტს, 15:00 საათზე (მისამართი: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. №50/18). ამასთან, ყველას აქვს უფლება წარმოადგინოს თავისი წერილობითი კომენტარები, მოსაზრებები, შენიშვნები, განცხადებები ან/და წინადადებები (შემდგომში - კომენტარები) კომისიის მიერ მომზადებულ დადგენილების პროექტთან დაკავშირებით.

კომენტარების კომისიაში წარმოდგენა უნდა განხორციელდეს წერილობით, კომისიის შემდეგ მისამართზე:  თბილისი,  ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. N50/18 ან კომისიის ელექტრონულ მისამართზე  post@comcom.ge.

ამასთან, პირი უფლებამოსილია საკუთარი მოსაზრების წარდგენისას არ მიუთითოს თავისი ვინაობა.

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები