საჯარო გაცნობისთვის დოკუმენტების წარმოდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის შესახებ შპს „ჰამბურგის“ კერძო რადიომაუწყებლობის №B110 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2021 წლის 28 ოქტომბრის №გ-21-6/592 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების მიზნით
ცნობა № 23-01

„მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის გ) და ვ) ქვეპუნქტების, მე-12 მუხლის მე-3 პუნქტისა, 361 მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტის, 382-ე მუხლის პირველი პუნქტის, 71-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 74-ე მუხლის პირველი პუნქტის დ) ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ასევე კომუნიკაციების კომისიის 2023 წლის 16 თებერვლის Nგ-23-23/69 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიაში მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „ჰამბურგის“ კერძო რადიომაუწყებლობის №B110 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2021 წლის 28 ოქტომბრის №გ-21-6/592 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების მიზნით.
ზემოაღნიშნულ საკითხზე, საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართება 2023 წლის 30 მარტს, 15:00 საათზე (მისამართი: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. №50/18).
ყველას აქვს უფლება წარმოადგინოს თავისი წერილობითი კომენტარები და მოსაზრებები. ამასთან, პირი უფლებამოსილია საკუთარი მოსაზრების წარდგენისას არ მიუთითოს თავისი ვინაობა.
https://comcom.ge/ge/legal-acts/solutions/2023--23-23-69.page