საჯარო გაცნობისთვის დოკუმენტების წარმოდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის შესახებ შპს „მედია ჯგუფის“ კერძო მაუწყებლობის №B169 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2014 წლის 9 ოქტომბრის №568/1 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით
ცნობა № 23-07

,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის და IX თავის, ასევე კომუნიკაციების კომისიის 2023 წლის 04 მაისის Nგ-23-23/207 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიაში მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „მედია ჯგუფის“ კერძო მაუწყებლობის №B169 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2014 წლის 9 ოქტომბრის №568/1 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით
ზემოაღნიშნულ საკითხზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 111-ე მუხლის შესაბამისად, საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართება 2023 წლის 08 ივნისს, 15:00 საათზე (მისამართი: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. №50/18).
ყველას აქვს უფლება წარმოადგინოს თავისი წერილობითი კომენტარები და მოსაზრებები. ამასთან, პირი უფლებამოსილია საკუთარი მოსაზრების წარდგენისას არ მიუთითოს თავისი ვინაობა.