წვდომის მენიუ

საჯარო გაცნობისთვის დოკუმენტების წარმოდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის შესახებ შპს „საქართველოს ცენტრალური ტელევიზია - სცტვ და რადიო სოფელის“ მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციის შეჩერების მიზნით

სხდომის თარიღი: მაისი 25, 2023 15:00

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 24, 2023 15:23

ცნობა  №  23-06

საჯარო გაცნობისთვის დოკუმენტების წარმოდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის შესახებ შპს „საქართველოს ცენტრალური ტელევიზია - სცტვ და რადიო სოფელის“ მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციის შეჩერების მიზნით

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის მე–3 პუნქტის ნ) ქვეპუნქტის, 382  მუხლის მე-2 პუნქტის, 451 მუხლის მე-14 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე, 115-ე მუხლების, 177-ე  მუხლის მე-4 ნაწილის და IX თავის შესაბამისად, ასევე კომუნიკაციების კომისიის 2023 წლის 20 აპრილის Nგ-23-23/188 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიაში მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „საქართველოს ცენტრალური ტელევიზია - სცტვ და რადიო სოფელის“ მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციის შეჩერების მიზნით.

ზემოაღნიშნულ საკითხზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 111-ე მუხლის შესაბამისად, საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართება 2023 წლის 25 მაისს, 15:00 საათზე (მისამართი: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. №50/18).

ყველას აქვს უფლება წარმოადგინოს თავისი წერილობითი კომენტარები და მოსაზრებები. ამასთან, პირი უფლებამოსილია საკუთარი მოსაზრების წარდგენისას არ მიუთითოს თავისი ვინაობა.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები