წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის № 02 სხდომის დღის წესრიგი

სხდომის თარიღი: იანვარი 11, 2008 16:00

გამოქვეყნების თარიღი

პროექტი    

ქ. თბილისი                                                                          2007 წლის  11 იანვარი, 16:00 საათი

1.   საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის N 02 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ი. ხარებავა – ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი);

2.  ერთი მხრივ სს ”ეგრისს” და მეორე მხრივ შპს ”კავკასუს ონლაინს” შორის დავის განხილვისათვის წარმოდგენილი დოკუმენტაციის გაცნობის შესახებ (მომხს. გ. გოგიაშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);

3.  ერთი მხრივ სს ”ეგრისის”, შპს ”ქართული სატელეფონო კომპანია GTC”-სა და მეორე მხრივ შპს ”აჭარის ელექტროკავშირს” შორის დავის განხილვის შესახებ (მომხს. პ. ბერია - სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);

4. ერთი მხრივ შპს ”კავკასუს ონლაინსა” და მეორე მხრივ შპს ”ახალ ქსელებს”, შპს ”ახტელს” და  სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის დავის განხილვის შესახებ (მომხს. გ. გოგიაშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);

5.   შპს ,,თბილისის დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის” № B 8  სამაუწყებლო ლიცენზიის გაუქმების თაობაზე (მომხს. კ. ყურაშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსი);

6. შპს ”ნიუ ენერჯისთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე - რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსი);

7. შპს ”საერთაშორისო პროექტების ცენტრისთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე - რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსი);

8. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2007 წლის 20 დეკემბრის № 787/13 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე (მომხს. ს. შავგულიძე - რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსი).

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები