საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის № 02 სხდომის დღის წესრიგი
პროექტი
ქ. თბილისი 2009 წლის 13 იანვარი, 16:00 საათი
1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2009 წლის N 02 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ი. ხარებავა – ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი);
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთვის სიხშირეების მინიჭების შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე - რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსი);
3. ბრიტანეთის ჰუმანიტარული ორგანიზაცია ”ჰალო თრასთის” წარმომადგენლობისთვის საქართველოში სიხშირეების მინიჭების შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე - რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსი);
4. შპს ”ელ-ჯი-ემ”-სთვის სიხშირეების მინიჭების შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე - რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსი);
5. ი/მ ”ვასილ ბარბაქაძისთვის” სიხშირის მინიჭების შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე - რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსი);
6. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ლიცენზიების უწყებრივ და ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში ცვლილების შეტანის შესახებ (მომხს. ი.ხარებავა – ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი);
7. სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად ქ. ბათუმში აუქციონის გამოცხადების შესახებ (მომხს. ნ. ნიჟარაძე - სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
8. შპს ”კავკასუს ონლაინისთვის” შპს ”მაკროკომთან” გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების შეჩერებაზე თანხმობის მიცემის შესახებ (მომხს. გ. ხოჯევანიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის სპეციალისტი);
9. შპს ”ახალი ქსელების” 23 დეკემბრის № 1167 განცხადების განხილვისა და სს ’საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” სანქცირების თაობაზე (მომხს. გ. ხოჯევანიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის სპეციალისტი).
