საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის № 05 სხდომის დღის წესრიგი
ქ. თბილისი 2007 წლის 25 იანვარი, 16:00 საათი
1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის N 05 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ი. ხარებავა – ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი);
2. შპს ”მაგთიკომისთვის” რადიოსარელეო სიხშირეების მინიჭების შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე - რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსი);
3. საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისთვის სიხშირეების მინიჭების შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე - რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსი);
4. სს ”ტელენეტსა” და შპს ”კავკასუს ონლაინს” შორის დავის განხილვის შესახებ (მომხს. გ. ხოჯევანიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის სპეციალისტი);
5. ერთი მხრივ შპს ”კავკასუს ონლაინსა” და მეორე მხრივ შპს ”ახალ ქსელებს”, შპს ”ახტელს” და სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის დავის განხილვის შესახებ (მომხს. გ. გოგიაშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
6. ერთი მხრივ სს ”ეგრისს” და მეორე მხრივ შპს ”კავკასუს ონლაინს” შორის დავის განხილვის შესახებ (მომხს. გ. გოგიაშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
7. ერთი მხრივ სს ”ეგრისის”, შპს ”ქართული სატელეფონო კომპანია GTC”-სა და მეორე მხრივ შპს ”აჭარის ელექტროკავშირს” შორის დავის განხილვისა და არსებითად გადაწყვეტის შესახებ (მომხს. პ. ბერია - სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი).
