საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №11 სხდომის დღის წესრიგი
პროექტი
ქ. თბილისი 2012 წლის 24 თებერვალი, 16:00 საათი
1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის №11 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ი. ხარებავა – ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი);
2. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 28 აპრილის №172/22 გადაწყვეტილებასა და ამავე გადაწყვეტილებით დამტკიცებულ ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესში” დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ (მომხს. მ. ქადეიშვილი – ადმინისტრაციული დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი);
3. შპს „სტერეო +“–სათვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ (მომხს. დ.კიკნაძე – ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
4. შპს „რეალკომსა“ და შპს „7 არხს“ შორის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გადაპირების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. დ.კიკნაძე – ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
5. შპს „ივერია ინტერმედიის“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F82 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2011 წლის 6 იანვრის №07/1 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. დ.კიკნაძე – ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
6. კერძო მაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. კ. ყურაშვილი – სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსი);
7. შპს „ატასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე (მომხს. კ. ყურაშვილი – სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსი);
8. შპს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ სანქცირების თაობაზე (მომხს. კ. ყურაშვილი – სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსი);
