საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №11 სხდომის დღის წესრიგი
პროექტი
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №11 სხდომის დღის წესრიგი
ქ.თბილისი 2024 წლის 21 მარტი, 15:00 საათი
- საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2024 წლის №11 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ნათია შოვნაძე);
- საქართველოში იაპონიის საელჩოსთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს.მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფი);
- სსიპ „გარემოს ეროვნული სააგენტოსთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს.მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფი);
- შპს „რას ალ ხაიმა ინვესტმენტ აუტორიტი ჯორჯიასთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით ადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს.მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფი);
- შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრისთვის“ რადიოსარელეო სიხშირეების მინიჭების შესახებ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 06 მარტის №120/13 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე (მომხს.მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფი);
- ადგილობრივი ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელების უზრუნველსაყოფად ადგილობრივი საეთერო ტელემაუწყებლებისათვის რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების თაობაზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 28 ნოემბრის № 661/13 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ (მომხს.მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფი);
- შპს „სქაიტელეკომი-Skytelecom LTD“-ის მიერ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებისა და „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილების შესაძლო დარღვევის საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თეა კაველიძე - იურიდიული დეპარტამენტი, სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფი);
- შპს „სქაი სერვისი-Sky Service“-ის მიერ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებისა და „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილების შესაძლო დარღვევის საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თამარ გოშუა - იურიდიული დეპარტამენტი, სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფი).
