წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №12 ზეპირი მოსმენის სხდომის დღის წესრიგი

სხდომის თარიღი: ივლისი 01, 2021 15:00

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 28, 2021 17:51

პროექტი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის

№12 ზეპირი მოსმენის სხდომის დღის წესრიგი

 

ქ. თბილისი                                                      2021 წლის პირველი ივლისი, 15:00 საათი

 

  1. „სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 6 ივლისის N3 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ  (მომხს. დავით ქუთათელაძე - სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტი);
  2. „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის N2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე (მომხს. დავით ქუთათელაძე - სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტი);
  3. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ (მომხს. ლევან მაისურაძე - სამართლებრივი დეპარტამენტი);
  4. „მობილური ქსელით საცალო მომსახურებების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე (მობილური საცალო ხმოვანი მომსახურება, მობილური ინტერნეტ მომსახურება და მოკლე ტექსტური შეტყობინებები) კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შესახებ კომისიის 2020 წლის 25 ივნისის გ-20-9/559 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე (მომხს. ეკა სიჭინავა - სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტი);
  5. „ააიპ „სამცხე-ჯავახეთის მედიის ხელშეწყობის ფონდისთვის“ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ“ კომისიის 2017 წლის 12 იანვრის N21/1 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანისა და ააიპ „სამცხე-ჯავახეთის მედიის ხელშეწყობის ფონდის“ კუთვნილი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №MUXF ლიცენზიის მოდიფიცირების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);
  6. შპს „სტერეო+“-სთვის ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის შესახებ“ კომისიის 2014 წლის 10 ივლისის №363/1 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანისა და შპს „სტერეო+“-ის კუთვნილი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №MUXB და №MUXE ლიცენზიების მოდიფიცირების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);
  7. „შპს „სტერეო+”-სა და შპს „დი+“-ს შორის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №MUXD ლიცენზიის გადაპირების თაობაზე“ კომისიის 2017 წლის 17 აგვისტოს N545/5 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანისა და შპს „დი+“-ის კუთვნილი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №MUXD ლიცენზიის მოდიფიცირების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);
  8. „ააიპ „თავისუფალი მედია სივრცესთვის“ გურიის რეგიონში ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის 2017 წლის 17 იანვრის N28/1 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანისა და ააიპ „თავისუფალი მედია სივრცის“ კუთვნილი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №MUXG ლიცენზიის მოდიფიცირების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები