საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №123 სხდომის დღის წესრიგი
პროექტი
ქ. თბილისი 2013 წლის 18 ოქტომბერი, 16:00 საათი
1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2013 წლის №123 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ი. ხარებავა - ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი);
2. სს ”საქართველოს მილსადენის კომპანია საქართველოს ფილიალისთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);
3. ინდ. მეწარმე ”თინათინ ჭიღლაძისთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);
4. უცხოური საწარმოს ფილიალი ”სს ნუროლ ინშაათ ვე თიჯარეთის წარმომადგენლობისთვის საქართველოში” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2013 წლის 23 აგვისტოს №518/7 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე (მომხს. ს. შავგულიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);
5. შპს “Skygroup“-ის 20% წილის არარეზიდენტ ფიზიკურ პირ (ისრაელის მოქალაქე) ლაშა დვალიძის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის შესახებ (მომხს. ე. ასანიძე – კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის უფროსი);
6. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 28 სექტემბრის №624/1 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადებისა და კერძო მაუწყებლობის №B130 ლიცენზიის გაუქმების შესახებ (მომხს. პ. ბერია - სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
