საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის № 14 სხდომის დღის წესრიგი
პროექტი
ქ. თბილისი 2009 წლის 13 მარტი, 16:00 საათი
1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2009 წლის N 14 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ი. ხარებავა – ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი);
2. სს ”გაერთიანებული ტელეკომი”-სთვის შპს ”კავკასიის ციფრულ ქსელთან” გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების შეჩერებაზე თანხმობის მიცემის შესახებ (მომხს. გ. ხოჯევანიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი);
3. შპს ”ახალი ქსელების” 2009 წლის 27 დეკემბრის № 165 განცხადების განხილვისა და კომისიის 2009 წლის 13 თებერვლის № 67/22 გადაწყვეტილებით შეჩერებული ადმინისტრაციული წარმოების განახლების თაობაზე (მომხს. გ. ხოჯევანიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი);
4. შპს ”საინფორმაციო ბანკი 005”-სთვის ნუმერაციის მინიჭების შესახებ (მომხს. ნ. ნიჟარაძე - სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
5. შპს სამაუწყებლო კომპანია ”იმერვიზიის” სახელმწიფო (სამეწარმეო) და საგადასახადო რეგისტრაციის მონაცემებში განხორციელებული ცვლილების საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ლიცენზიების უწყებრივ რეესტრში შეტანის შესახებ (მომხს. ი. ხარებავა – ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი);
6. შპს ”მაქსტელის” სახელმწიფო (სამეწარმეო) და საგადასახადო რეგისტრაციის მონაცემებში განხორციელებული ცვლილების საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ავტორიზებულ პირთა და ლიცენზიების უწყებრივ რეესტრებში შეტანის შესახებ (მომხს. ი. ხარებავა – ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი);
