საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №14 ზეპირი მოსმენის სხდომის დღის წესრიგი
პროექტი
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №14 ზეპირი მოსმენის სხდომის დღის წესრიგი
ქ. თბილისი 2020 წლის 23 აპრილი, 15:00 საათი
1. ი/მ „ილო ლაბაძესა“ და შპს „იმერ ტვ+“-ს შორის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F73 ლიცენზიის გადაპირების თაობაზე (მომხს. მ.ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფის უფროსი);
2. „საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 15 აგვისტოს N9 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე (მომხს. კ.ქორიძე - აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
3. ინფრასტრუქტურის ერთიან ციფრულ რუკაზე დატანის მიზნით ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირების მიერ წარმოსადგენი ინფორმაციის ფორმების დამტკიცების შესახებ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების დამტკიცების შესახებ (მომხს. ა.ღლონტი - ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის უფროსი; თანამომხს. მ.ჯღამაძე - სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტის ტექნოლოგიის ჯგუფის უფროსი).
