წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №18 ზეპირი მოსმენის სხდომის დღის წესრიგი

სხდომის თარიღი: ივნისი 05, 2014 16:00

გამოქვეყნების თარიღი

 

პროექტი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №18 ზეპირი მოსმენის სხდომის დღის  წესრიგი

 

 

ქ. თბილისი                                                                                2014  წლის 05 ივნისი, 16:00 საათი

1.   შპს “ომეგას” კერძო მაუწყებლობის  №B61 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2008 წლის 1 აგვისტოს №461/6 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი – ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);

2.   შპს “სტერეო +”-ს კერძო მაუწყებლობის  №B152 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2013 წლის 27 დეკემბრის №759/1 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი – ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);

3.   საქართველოს პარლამენტის 2014 წლის 7 მარტის №2090-IIს დადგენილების მე-6 პუნქტის გ) ქვეპუნქტის აღსრულების უზრუნველსაყოფად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 21 მარტის №158/4 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების, შპს ,,ტელეკომპანია ობიექტივი 2“-სთვის  №499 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისა და მოდიფიცირების თაობაზე (მომხს. პ. ბერია – სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);

4.   შპს „მედიაპრო ჯორჯიას“ მიერ ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ან/და მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებული პირებისთვის დაწესებული ტარიფების „სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2010 წლის 6 ივლისის №3 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე–10  მუხლის თ) და ი) პუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის  მიზნით კვლევისა და ანალიზის თაობაზე (მომხსენებლები: თ.ტყეშელაშვილი – სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი; ე. ასანიძე – კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის უფროსი).

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები