წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №22 სხდომის დღის წესრიგი

სხდომის თარიღი: აპრილი 03, 2014 16:00

გამოქვეყნების თარიღი

პროექტი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №22 სხდომის დღის  წესრიგი

ქ. თბილისი                                                                                2014  წლის 03 აპრილი, 16:00 საათი

1.      საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის №22 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ი. ხარებავა - ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი);

2.      უცხოური საწარმოს ფილიალი ”სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანია ლიმიტედ საქართველოსთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობაზე ნებართვის გაცემის  შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე – რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);

3.      შპს ”მეღვინეობა ხარებასთვის”  არაავტორიზებადი  საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის  შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე – რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);

4.      შპს  ”ტაქსი-5”-ს  განცხადების განუხილველად დატოვების  შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე – რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);

5.       შპს ”მაგთიკომისთვის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ც. უჯმაჯურიძე – ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);

6.      სს „სილქნეტისთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ც.უჯმაჯურიძე – ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);

7.      შპს “სტარ ნეთვორქსის“  წილის 30%-ის ფიზიკურ პირ დავით კერესელიძის,  30%-ის ფიზიკურ პირ რეზო ტალახაძის და 10%-ის ფიზიკურ პირ იაგო ომაძის მიერ  შეძენაზე თანხმობის მიცემის შესახებ (მომხს. ე. ასანიძე – კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის უფროსი);

8.      საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2013 წლის 27 დეკემბრის N775/22  გადაწყვეტილებაში დამატების შეტანის შესახებ (ი. მახარაძე – მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფროსი).

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები