საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №22 ზეპირი მოსმენის სხდომის დღის წესრიგი
პროექტი
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №22 ზეპირი მოსმენის სხდომის დღის წესრიგი
ქ. თბილისი 2020 წლის 20 აგვისტო 15:00 საათი
- ი/მ ”კორნელი შუღლაძის“ კერძო მაუწყებლობის №B123 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2012 წლის 9 მარტის №197/1 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე (მომხს. მ.ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფის უფროსი);
- „საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 15 აგვისტოს N9 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე (მომხს. კ.ქორიძე - აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი).
- „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის N3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე (მომხს. ე.ჭახრაკია - სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი).
