საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №23 სხდომის დღის წესრიგი
პროექტი
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №23 სხდომის დღის წესრიგი
ქ. თბილისი 2015 წლის 21 აპრილი, 16:00 საათი
- საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის №23 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ი. ხარებავა - ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი);
- შპს „ტელეკომპანია I სტერეოსა“ და სს „სილქნეტს“ შორის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის F65 ლიცენზიის ნაწილობრივი გადაპირების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
- რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F1ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2005 წლის 1 ივლისის №474/1 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
- შპს „ჯი-დი-ეს თი-ვი“-ს მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის (2015 წლის პირველ აპრილამდე მოქმედი რედაქცია) 64-ე მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შესრულების საკითხის თაობაზე (მომხს. თ.გოშუა - სამართლებრივი დეპარტამენტის არასაშტატო სპეციალისტი);
- შპს „მაგთიკომის“ წინააღმდეგ ააიპ „სამოქალაქო განათლების ფონდის“ საჩივრის წარმოებაში მიღებისა და აღნიშნული საჩივრის განხილვის მიზნით ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. ნ.ნიჟარაძე - სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
- მოქალაქე გიორგი იასაშვილის ადმინისტრაციული საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. ნ.ნიჟარაძე - სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
