საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №23 ზეპირი მოსმენის სხდომის დღის წესრიგი
პროექტი
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №23 ზეპირი მოსმენის სხდომის დღის წესრიგი
ქ. თბილისი 2020 წლის 27 აგვისტო 15:00 საათი
- „შპს „სტერეო+“-სთვის ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის შესახებ“ კომისიის 2014 წლის 10 ივლისის №363/1 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანისა და შპს „სტერეო+“-ის კუთვნილი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №MUX B და №MUX E ლიცენზიების მოდიფიცირების თაობაზე (მომხს. ნ.ლორთქიფანიძე - სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფის მთავარი სპეციალისტი);
- „შპს „სტერეო+”-სა და შპს „დი+“-ს შორის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №MUX D ლიცენზიის გადაპირების თაობაზე“ კომისიის 2017 წლის 17 აგვისტოს N545/5 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანისა და შპს „დი+“-ის კუთვნილი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №MUX D ლიცენზიის მოდიფიცირების თაობაზე (მომხს. ნ.ლორთქიფანიძე - სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფის მთავარი სპეციალისტი);
- „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის N3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე (მომხს. ე.ჭახრაკია - სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი).
