საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №31 ზეპირი მოსმენის სხდომის დღის წესრიგი
პროექტი
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის№31 ზეპირი მოსმენის სხდომის დღის წესრიგი
ქ. თბილისი 2017 წლის 28 სექტემბერი, 15:00 საათი
- ააიპ „საქართველოს საპატრიარქოს რადიო-ივერიას“ კუთვნილი სათემო რადიომაუწყებლობის №B182 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2016 წლის 4 მარტის №140/1 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი);
- შპს ”რ-რადიოს” კერძო მაუწყებლობის №B104 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2012 წლის 18 მაისის №369/6 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი);
- ააიპ „გორის სათემო რადიო მოზაიკას“ კუთვნილი სათემო რადიომაუწყებლობის NB189 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2016 წლის 25 აგვისტოს N591/1 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი).
- შპს „კავკასუს ონლაინის“ მიმართ სს თიბისი ბანკის საჩივრის განხილვის შესახებ (მომხს. თ.ხუხუნაიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
