საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის № 32 სხდომის დღის წესრიგი
პროექტი
ქ. თბილისი 2009 წლის 10 ივლისი, 16:00 საათი
1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2009 წლის № 32 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ი. ხარებავა – ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი);
2. სს ”გლობალ ერთი”-სთვის შპს ”საბატელთან” გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების შეჩერებაზე თანხმობის მიცემის შესახებ (მომხს. ნ. ნიჟარაძე - სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
3. შპს „ჩვენი რადიო“-ს და შპს „რადიო კომერსანტი“-ს სანქცირების თაობაზე (მომხს. ნ. ნიჟარაძე - სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
4. შპს „ჯეო-ცნობარი“-ს და შპს „ცნობარი 08“-ს სანქცირების თაობაზე (მომხს. ნ. ნიჟარაძე - სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
5. შპს ”საბატელსა” და შპს ”ვემატელს” შორის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N 12 ლიცენზიის პირდაპირი გადაპირების შესახებ (მომხს. დ. კიკნაძე – სტრატეგიული განვითარებისა და კონკურენციის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
6. შპს ”რადიო არტი”-ს N B 52 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2006 წლის 3 თებერვლის № 43/2 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. გ. რატიშვილი - მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფროსი);
7. აჭარის გეოგრაფიულ სეგმენტზე ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორების საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) საბითუმო მომსახურების ბაზრის სეგმენტებზე დადგენილი ტარიფების ხარჯებზე ორიენტირებულობის შესწავლის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. უ. სეთური – სტრატეგიული განვითარებისა და კონკურენციის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
8. ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთვის საქართველოში სიხშირეების მინიჭების შესახებ (მომხს. ნ. ასპანიძე - რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი);
9. საქართველოში იაპონიის საელჩოსთვის სიხშირის მინიჭების შესახებ (მომხს. ნ. ასპანიძე - რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი);
10. ინფორმაციის მართვისა და განაღმვითი სამუშაოების პროგრამისთვის საქართველოში სიხშირეების მინიჭების შესახებ (მომხს. ნ. ასპანიძე - რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი);
11. შპს ”ყაზტრანსგაზ-თბილისისთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ (მომხს. ნ. ასპანიძე - რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი);
12. შპს ”წისქვილკომბინატ-თბილისისთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ (მომხს. ნ. ასპანიძე - რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი).
