წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის № 34 სხდომის დღის წესრიგი

სხდომის თარიღი: ივნისი 04, 2010 16:00

გამოქვეყნების თარიღი

პროექტი

ქ. თბილისი                                                                            2010  წლის 04 ივნისი, 16:00 საათი

1.    საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის № 34 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ი. ხარებავა – ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი);

2.   ”სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების მიღების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. კ. ყურაშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსი);

3.   ”სს ”გლობალ ერთი”-სთვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ” კომისიის 2007 წლის 17 აგვისტოს № 472/1 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სს ”გლობალ ერთის” რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № F 56 ლიცენზიის გაუქმების შესახებ (მომხს. დ. კიკნაძე - ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);

4.    საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის არაავტორიზებადი  საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით  სიხშირეების მინიჭების  შესახებ (მომხს.  ს. შავგულიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);

5.    შპს ”მობილფონისთვის” არაავტორიზებადი  საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით  სიხშირეების მინიჭების  შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);

6.    სს ”ტრანსსერვისისთვის” არაავტორიზებადი  საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით  სიხშირეების მინიჭების  შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);

7.   შპს ”ბი ემ სი გორგიასთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით  სიხშირეების მინიჭების  შესახებ (მომხს.  ს. შავგულიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები