საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის № 34 სხდომის დღის წესრიგი
პროექტი
ქ. თბილისი 2011 წლის 27 მაისი, 16:00 საათი
1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის №34 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ი. ხარებავა – ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი);
2. შპს „ტელეარხი 25“-ის კერძო მაუწყებლობის №B29 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 გადაწყვეტილებაში ცვლილების შესახებ (მომხს. დ. კიკნაძე - ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
3. შპს „ალანიას“ კერძო მაუწყებლობის №B100 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2008 წლის 16 მაისის №276/1 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. დ. კიკნაძე - ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
4. შპს „რეალტივი საქართველოს“ კერძო მაუწყებლობის №B84 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2006 წლის 1 დეკემბრის №527/2გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. დ. კიკნაძე - ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
5. შპს „ახალ ქსელებსა” და შპს „სილქნეტს” შორის დავის განხილვის შესახებ (მომხს. პ. ბერია - სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
6. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის სქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე” კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N1 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. გ. გოგიაშვილი – რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
7. “ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის N3 დადგენილებაში დამატებების შეტანის შესახებ (მომხს. კ. ყურაშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსი).
