წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №34 სხდომის დღის წესრიგი

სხდომის თარიღი: აგვისტო 22, 2024 15:00

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 19, 2024 17:46

პროექტი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №34 სხდომის დღის წესრიგი

 

ქ. თბილისი  

სხდომის გამართვის თარიღი: 2024 წლის 22 აგვისტო

სხდომის დასაწყისი: 15:00 საათი

სხდომის სამუშაო დრო: 21:00 საათამდე

  1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2024 წლის №34 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ნათია შოვნაძე - ადმინისტრაცია);
  2. შპს „ოპტიმუმისთვის“ არაავტორიზებადი  საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით  რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);
  3. სს „რუსთავის აზოტისთვის“ არაავტორიზებადი  საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);
  4. შპს “ნეტჰაბის” მიერ ავტორიზაციის მიზნით წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);
  5. საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის რადიოსიხშირეების მინიჭების შესახებ (მომხს. გიორგი პაპავა - სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტი);
  6. ფიქსირებული საცალო ხმოვანი, მაუწყებლობის ტრანზიტის საცალო და ფიქსირებული ინტერნეტის საცალო მომსახურებების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ კომისიის 2019 წლის 30 აპრილის N266/9  გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე (მომხს. გიორგი ქავთარაძე - კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტი);
  7. ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის“ მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თამარ ხუხუნაიშვილი - იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფი);
  8. შპს „fixgroup”-თან მოქმედი ურთიერთჩართვის შეჩერების თაობაზე სს „სილქნეტის“ განცხადების განხილვის შესახებ (მომხს. მედეა აკოლაშვილი - იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფი);
  9. სს „სილქნეტისთვის“ ურთიერთჩართვის დავალების თაობაზე შპს „მეტა 37“-ს განცხადების განხილვის შესახებ (მომხს. მედეა აკოლაშვილი - იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფი).
  10. შპს „მაგთიკომისთვის“ ურთიერთჩართვის დავალების თაობაზე შპს „მეტა 37“-ს განცხადების განხილვის შესახებ (მომხს. მედეა აკოლაშვილი - იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფი);
  11. შპს „ტელე 1”-თან მოქმედი ურთიერთჩართვის შეჩერების თაობაზე შპს „მაგთიკომის“ განცხადების განხილვის შესახებ (მომხს. მედეა აკოლაშვილი - იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფი).
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები