წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №35 სხდომის დღის წესრიგი

სხდომის თარიღი: აგვისტო 29, 2024 15:00

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 23, 2024 17:24

პროექტი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №35 სხდომის დღის წესრიგი

 

ქ. თბილისი  

სხდომის გამართვის თარიღი: 2024 წლის 29 აგვისტო

სხდომის დასაწყისი: 15:00 საათი

სხდომის სამუშაო დრო: 21:00 საათამდე

 

  1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2024 წლის №35 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ნათია შოვნაძე - ადმინისტრაცია);
  2. შპს „ალგანისთვის“ არაავტორიზებადი  საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);
  3. შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);
  4. „მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად მრავალლიცენზიანი (თანმიმდევრული) აუქციონების გამოცხადების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე“ კომისიის 2024 წლის 5 აგვისტოს №გ-24-23/339 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);
  5. შპს “ტელე-რადიო კომპანია ბორჯომის” წილის გასხვისებაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თამარ მარღანია - კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტი);
  6. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2024 წლის 15 აგვისტოს № გ-24-18/362 გადაწყვეტილებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების შესახებ (მომხს. თეა კაველიძე - იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფი).
  7. სს „სილქნეტისთვის“ ურთიერთჩართვის დავალების თაობაზე შპს „მეტა 37“-ს განცხადების განხილვის შესახებ (მომხს. მედეა აკოლაშვილი - იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფი).

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები