საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის № 38 სხდომის დღის წესრიგი
პროექტი
ქ. თბილისი 2008 წლის 13 ივნისი, 16:00 საათი
1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის N 39 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ი. ხარებავა – ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი);
2. “შპს ”ჯითიკომის” რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № F 61 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 29 აპრილის №237/6 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადებისა და შპს ”ჯითიკომის” რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № F61 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებაზე უარის თქმის შესახებ (მომხს. ნ.ნიჟარაძე - სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
3 შპს “მაგთიკომი”-ს № F1, № F2 და № F4 ლიცენზიების მოდიფიცირებისა და კომისიის 2005 წლის 1 ივლისის №474/1, 2005 წლის 9 სექტემბრის №596/1 და 2005 წლის 16 დეკემბრის №787/1 გადაწყვეტილებებში ცვლილების შეტანის შესახებ (მომხს. ნ.ნიჟარაძე - სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
4. “შპს ”ალექსანდრე +”-ს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № F 62 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 29 აპრილის №238/6 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადებისა და შპს ”ალექსანდრე +”-ს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № F62 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებაზე უარის თქმის შესახებ (მომხს. ნ.ნიჟარაძე - სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
5. შპს ”საქართველოს ტელეკომის” გაფრთხილების თაობაზე (მომხს. გ. კვალიაშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის სპეციალისტი);
6. შპს ”აჭარის ელექტროკავშირის” გაფრთხილების თაობაზე (მომხს. გ. კვალიაშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის სპეციალისტი);
7. შპს ”რკინიგზის ტელეკომის” გაფრთხილების თაობაზე (მომხს. გ. კვალიაშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის სპეციალისტი);
8. შპს ”ახალი ქსელების” გაფრთხილების თაობაზე (მომხს. გ. კვალიაშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის სპეციალისტი);
9. შპს ”ახტელის” გაფრთხილების თაობაზე (მომხს. გ. კვალიაშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის სპეციალისტი);
10. შპს ”საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის”, შპს ”აჭარის ელექტროკავშირის” და სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” სანქცირების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ (მომხს. გ. კვალიაშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის სპეციალისტი);
11. შპს ”ტელეკომპანია I სტერეოს” და შპს ”ვაიმაქს ჯორჯიას” შორის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № F37 ლიცენზიის პირდაპირი და № F29 ლიცენზიის ნაწილობრივ გადაპირების შესახებ (მომხს. დ. კიკნაძე - სტრატეგიული განვითარებისა და კონკურენციის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
12. შპს ”რუსთავი 2”-სთვის კერძო საერთო ტელემაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ (მომხს. გ.რატიშვილი - მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფროსი);
13. საზღვაო ხომალდებისთვის სახმობისა და ამოცნობის ნიშნების მინიჭების შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე - რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსი);
14.შპს ”საქაერონავიგაციისთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე - რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსი);
15 შპს ”ჯი არ დი სი მანაჯმენტ კომპანია 06 (ბი ვი აი) ლიმითედის წარმომადგენლობისთვის საქართველოში” სიხშირეების მინიჭების შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე - რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსი);
16. შპს ”ორბი-2006”-სთვის სიხშირეების მინიჭების შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე - რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსი);
17. სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიომოყვარულ გივი ივანიშვილისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისათვის სახმობის მინიჭების შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე - რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსი).
