საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის № 38 სხდომის დღის წესრიგი
პროექტი
ქ. თბილისი 2011 წლის 10 ივნისი, 16:00 საათი
1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის №38 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ი. ხარებავა – ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი);
2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით სიხშირეების მინიჭების შესახებ (მომხს. თ. ძაგნიძე – რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
3. შპს ”მობიტელისთვის ” არაკომერციული მიზნით და შიდატექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსარელეო სიხშირეების მინიჭების შესახებ(მომხს. თ. ძაგნიძე – რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
4. სს ”გაერთიანებულ ტელეკომსა” და სს ”სილქნეტს” შორის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N94 ლიცენზიის გადაპირების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. დ. კიკნაძე – ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
5. შპს “ჯეოსელის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №№ N9, N61, N99 და N121 ლიცენზიების მოდიფიცირებისა და კომისიის 2005 წლის 29 ივლისის №539/1, 2006 წლის 2 ივნისის № 238/2, 2007 წლის 27 აპრილის №210/1 და 2008 წლის 1 აგვისტოს №462/1 და გადაწყვეტილებებში ცვლილებების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. მ. ქადეიშვილი – ადმინისტრაციული დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი);
6. შპს „ახალ ქსელებსა” და შპს „სილქნეტს” შორის დავის განხილვის შესახებ (მომხს. პ. ბერია - სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
