საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №42 ზეპირი მოსმენის სხდომის დღის წესრიგი
პროექტი
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №42 ზეპირი მოსმენის სხდომის დღის წესრიგი
ქ. თბილისი 2017 წლის 21 დეკემბერი, 15:00 საათი
- „სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 6 ივლისის N3 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე (მომხს. ც.უჯმაჯურიძე - სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტის ნუმერაციის მართვის მთავარი სპეციალისტი);
- ააიპ „მედია ცენტრ ღია აფხაზეთისათვის“ კუთვნილი კერძო რადიომაუწყებლობის №B96 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი);
- რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F36 და №F54 ლიცენზიების გადაპირების თაობაზე სს „სილქნეტის“ და სს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ ერთობლივი განცხადების განხილვის შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი).
