წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის № 47 სხდომის დღის წესრიგი

სხდომის თარიღი: ივლისი 27, 2007

გამოქვეყნების თარიღი

პროექტი

ქ. თბილისი                                                                                      2007 წლის  27 ივლისი, 16:00 საათი

 

დ ღ ი ს    წ ე ს რ ი გ ი:

 

1.      საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2007 წლის N 47 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს.  ი. ხარებავა – ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი);

2.      შპს ”ბლუმფინ ლიმიტედის” დაჯარიმების შესახებ (მომხს. კ. ყურაშვილი – სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსი);

3.      სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიისთვის” შპს ”საქტელკომ პლუსთან” გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების შეჩერებაზე თანხმობის მიცემის შესახებ (მომხს. გ. კვალიაშვილი – სამართლებრივი დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი);

4.      შპს ”სერვისლაინი”-სთვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ (მომხს. ნ. ნიჟარაძე – ადმინისტრაციული დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი);

5.      სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ზუგდიდის რაიონში 5XXXX (სულ 10000 სააბონენტო ნომერი) ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონის გამოცხადების შესახებ       (მომხს. ნ. ნიჟარაძე – ადმინისტრაციული დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი);

6.      საზღვაო ხომალდებისათვის სახმობისა და ამოცნობის ნიშნების მინიჭების შესახებ (მომხს.                     ს. შავგულიძე - რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსი);

7.      საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთვის სიხშირეების მინიჭების შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე - რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსი);

8.      საქართველოში გერმანის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოსთვის სიხშირეების მინიჭების შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე - რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსი);

9.      შპს ”ბაო”-სთვის სიხშირეების მინიჭების შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე - რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსი);

10.  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2007 წლის 1 ივნისის N 289/13 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე (მომხს. ს. შავგულიძე - რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსი);

11.  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 11 აგვისტოს N 353/22 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ კომისიის აპარატის საშტატო ნუსხაში ცვლილებების შეტანის შესახებ (მომხს.  ი. ხარებავა – ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი).

 

 

 

 

 

მოამზადა: ი. ხარებავა

        24.07.2007 წელი.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები